ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კვების ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები გახსნის თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველია.
როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანა უნდა ჩამოსცდეს გავრცელების 5%-იან ნიშნულს, რომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს.
„მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციის ნიშნები ნამდვილად არის, იმ ნიშნულს და ზღვარს, მაგალითად, 5%-ს უნდა ჩამოვცდეთ, რომელზეც ბევრი ქვეყანა ფიქრობს, ჩვეული საქმიანობა აღადგინოს, ხოლო 5%-ს რომ მიაღწევს, ისევ გამკაცრდეს შეზღუდვები. ჩვენ ზოგიერთ რეგიონში ახლოს ვართ 5%-თან. აქ მნიშვნელობა აქვს ტესტირების რაოდენობასაც და იმასაც, თუ რამდენად ფართოდ ხდება მოცვა. ჩვენი ანალიზიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არის საკმარისად მნიშვნელოვანი აქტივობები ჩასატარებელი განსაკუთრებით ტესტირების და ფარული შემთხვევების გამოვლენის კუთხით მისთვის, რომ ჩვენ გახსნიდან მეორე დღეს ისევ არ მივიღოთ 3000 შემთხვევა. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი ინტერესი, რომ 1-ელ თებერვალს მეტად დავუბრუნდეთ ჩვეულ საქმიანობას. იქაც გონივრული შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს. ვნახოთ, როგორ მივალთ 1-ელ თებერვლამდე. ისევ უკან რომ არ დავბრუნდეთ მალევე, 2 კვირაში. შეიძლება ვისაუბროთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე ეტაპობრივად, რეგიონების მიხედვით. ზოგიერთი რეგიონი მეტად მომზადებული იქნება ამისთვის, ზოგიერთი ნაკლებად. დადებითობის მაჩვენებელი განსხვავებულია რეგიონებს შორის“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, როგორც დავიწყეთ ჩვენ შეზღუდვების დაწესება, იგივე თანმიმდევრობით არის რეკომენდებული, რომ უკან დავბრუნდეთ და ყველაზე ადრე გაიხსნას ის დაწესებულება, რომელიც ნაკლები რისკის მატარებელია, ამავე დროს მაქსიმალურად აუცილებელია ბაზისური სოციალური საქმიანობისთვის.
გამოცდილება მიუთითებს იმას და სხვა ქვეყნების რისკის შეფასების მაჩვენებელიც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაღალი რისკის მატარებელია, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულებებიც, მათ შორის სკოლები არის მაღალი რისკის მატარებელი. როგორც დავიწყეთ ჩვენ შეზღუდვების დაწესება, იგივე თანმიმდევრობით არის რეკომენდებული, რომ უკან დავბრუნდეთ და ყველაზე ადრე გაიხსნას ის დაწესებულება, რომელიც ნაკლები რისკის მატარებელია და ამავე დროს მაქსიმალურად აუცილებელია ბაზისური სოციალური საქმიანობისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ და დასძინა, რომ სტაბილიზაციის ნიშნები იკვეთება და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში.
„აჭარამ ადრე დაიწო ეპიდემიის ტალღის გადატანა, ვიდრე სხვა რეგიონებმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს გახსნის საფუძველი. არ არის აუცილებელი ტესტირებამ გამოიწვიოს შემთხვევების მატება, პირიქით, აგრესიული ტესტირებით მივაღწევთ იმას, რომ თუ სადმე ფარული შემთხვევა გამოვლინდება და ასევე ვნახავთ, რომ პოზიტიურობის მაჩვენებელი ნამდვილად იკლებს და გვაქვს სტაბილური გარანტია უსაფრთხოდ გახსნის. ვფიქრობ, მოლოდინი, რომ 1-ელი თებერვალიდან შევძლებთ საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებას, რეალისტური უნდა იყოს“, - განაცხადა გაბუნიამ.