თბილისის მეტრო 55 წლისაა - საინტერესო ფაქტები დედაქალაქის ყველაზე სწრაფი ტრანსპორტის შესახებ

თბილისის მეტრო 55 წლისაა. ის ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და 6 სადგურისაგან შედგებოდა ("დიდუბე", "ელექტროდეპო", "ოქტომბერი" (შემდგომ "ნაძალადევი"), "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" და "რუსთაველი"), ხოლო მისი სიგრძე 6.5 კილომტრს შეადგენდა. ის მეტ­როს მე­ო­თხე სის­ტე­მა იყო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში (მოს­კო­ვის, სანტ-პე­ტერ­ბურ­გი­სა და კი­ე­ვის შემ­დეგ), რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში და­ი­წყო.

თბილისის მეტრო ყოველდღიურად 400-დან 450 ათასამდე მგზავრს ემსახურება. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 28 ნოემბრიდან, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თბილისის ყველაზე სტრაფი ტრანსპორტიც გაჩერებულია.

„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს თბილისის მეტროს შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის.

  • პირველ ხაზზე, რომელიც „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით მოძრაობს, მატარებელს მთლიანი მარშრუტის, გასვლას ორივე მიმართულებით 60 წუთი სჭირდება. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ორივე მიმართულებით მატარებელს 30 წუთი სჭირდება.
  • ამასთან, პირველი ხაზის სიგრძე 40 კილომეტრს შეადგენს, საბურთალოს ხაზის სიგრძე კი 17 კილომეტრია.
  • ყოველდღიურად პირველ ხაზზე მომუშავე მატარებლები საშუალოდ 400 კილომეტრს, საბურთალოს ხაზზე მომუშავე კი 311 კილომეტს გადიან.
  • თბილისის მეტროს სადგურებში არსებული ყველა ესკალატორის საერთო სიგრძე 10 კილომეტრს შეადგენს.
  • რაც შეეხება თბილისის მეტროს გვირაბებს, ცალკე აღებული ლიანდაგების მიხედვით გვირაბების საერთო სიგრძე 53,7 კილომეტრს შეადგენს, ამაში შედის დამხმარე გვირაბები და ჩიხებიც.
  • ყველაზე ღრმა სადგური რუსთაველია, რომელიც 60 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
  • მეტრო წელიწადში საშუალოდ 65 მილიონ კვტ.სთ დენს ხარჯავს.
  • დაბოლოს, თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 ათასი წონა წყლის ამოტუმბვა ხდება.

Underground 1863 წლიდან - საინტერესო ფაქტები სხვადასხვა ქვეყნის მეტროპოლიტენების შესახებ (ფოტოგალერეა)

როგორ შენდებოდა თბილისის მეტრო