"4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0.7 % არის დადებითი, აგრარული ბაზრის 4000-მდე მოვაჭრეს ჩაუტარდა ტესტირება და მათში 0.9 % არის დადებითი"

დაახლოებით 4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0.7 % არის დადებითი, აგრარული ბაზრის 4000-მდე მოვაჭრეა გატესტილი და მათში 0.9 % არის დადებითი,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

პაატა იმნაძის განცხადებით, მონაცემები დამაიმედებელია, რაც აჩვენებს, რომ „სტაბილიზაციისკენ მივდივართ“.

„საინტერესო მონაცემები მაქვს. დღეისათვის დაახლოებით 4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0.7% არის დადებითი, დაახლოებით 4000-მდე აგრარული ბაზრის მოვაჭრეები არიან გატესტილები და მათში 0.9 % არის დადებითი. საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემებია.

ყველა კონფესიის რელიგიის მსახური, არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა ერთად 1800 არის გატესტილი, იქაც 1%-მდე არის დადებითობის მაჩვენებელი. ჯგუფებში, ბიზნესში ტესტირება, ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ. მთავარია შევინარჩუნოთ ეს სტაბილიზაცია“, - აცხადებს იმნაძე.