ყვარელში, ქინძმარაულის მიკროზონაში მალე უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის „ქინძმარაული ღვინის სოფლის“ მშენებლობა დაიწყება. პროექტი თავისი მნიშვნელობით ახალი სიტყვაა უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე.
ის საზოგადოებას ცხოვრების სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე გამოცდილებასა და ღვინის კულტურასთან ზიარებას სთავაზობს.
KTW ჯგუფის შვილობილი კომპანიის KTW Development-ისა და ცნობილი ფრანგული არქიტექტორული კომპანიის BPM Architectes-ის ერთობლივი პროექტი, ყვარელში განხორციელდება. ის ქართული სტუმარმასპინძლობისა და ევროპული გამოცდილების იდეალურ სინთეზს წარმოდგენს. BPM Architectes-ი ღვინის თემატიკის მსხვილი პროექტების მშენებლობით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საფრანგეთის ქალაქ ბორდოდან, “ქინძმარაული ღვინის სოფელი“ სწორედ ამ კომპანიის პირველი პროექტია საქართველოში.
ულამაზესი ბუნებით გამორჩეული სოფელი 35.5 ჰა ტერიტორიაზე გაშენდება. პროექტი მოიცავს საცხოვრებელ ვილებს, რომელთა არქიტექტურა ბუნებას ჰარმონიულად შეერწყმება. 9 ჰა რეკრეაციული ზონა ბუნებრივი ტყით, ნაკადულებითა და ხელოვნური ტბით მოეწყობა. სოფელი გასტრონომიულ წერტილებს, ღვინის მაღაზიას, სპორტულ და საბავშვო მოედნებს და ასევე ტურისტულ ატრაქციებს გააერთიანებს. 8 ჰა მიწაზე ქართული უნიკალური ჯიშების ვენახი გაშენდება. შატო „ქინძმარაული ვილიჯში”კი ადგილობრივი მოსავლიდან გადამუშავდება და ჩამოისხმება ღვინო. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ასევე გულისხმობს საფეხმავლო/ველო ბილიკებსა და ზიპლაინს, რაც ადგილობრივი სივრცის აღქმის საუკეთესო საშუალებაა. ტერიტორიაზე განთავსდება ბიზნეს ჰაბი „ბიზნესლაუნჯით“, სხვადასხვა სახის „ქო-ვორქინგ“ და საკონფერეციო სივრცეებით, რაც დისტანციურ მუშაობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
„ქინძმარაული ღვინის სოფლის“ უნიკალურობა მის დედაქალქთან სიახლოვეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ღვინის კულტურისა და ვაზის ჯიშობრიობის განვითარებაში მდგომარეობს. ამ გამორჩეული ადგილის ნაწილი კი, სოფლის თითოეული მაცხოვრებელი გახდება. KTW ჯგუფის ორგანიზებით, ახალგაზრდებში მეღვინეობა/მევენახეობის პოპულარიზაციის მიზნით, „ქინძმარაული ღვინის სოფელში“ სემინარები და ვორქშოპები ჩატარდება, სადაც მასტერკლასებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ცნობილი სომელიეები წარუძღვებიან. ჩვენი დიდი სურვილია, ახალ თაობაში მსგავსი აქტივობებით ღვინის კულტურის მიმართ დაინტერესება შევქმნათ”– KTW ჯგუფის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი ზურა ჩხაიძე.
ზღვის დონიდან 750 მეტრზე გაშენებული კომპლექსი ვიზიტორებს თანამედროვე ვილიჯის კონცეფციის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს უნიკალური ხედებით ტკბობის შესაძლებლობას სთავაზობს, რომლის პანორამაშიც კავკასიონის მთათა სისტემაა მოქცეული. პროექტის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აღნიშნულ პროექტში KTW ჯგუფი უპრეცედენტო, 50 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
R