ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ საქართველოს სახელი -Sakartvelas - ოფიციალურად დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ ლიეტუვა“ ავრცელებს.
”დოკუმენტში, „სახელმწიფოთა ოფიციალური სახელები“, ამოიშალოს სახელი Gruzija და შეიცვალოს იგი Sakartvelas-ით,“- ნათქვამია რეზოლუციაში.
ლიეტუვამ საქართველოს ავთენტური დასახელების გამოყენების გადაწყვეტილება 2018 წელს, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბების 100 წლისთავის აღსანიშნავად მიიღო, თუმცა დოკუმენტებში ოფიციალურ სახელწოდებად ამ დრომდე Gruzija რჩებოდა.