პარტიის ლიდერის და ამ ცვლილებების განმახორციებელის წასვლა, დროის რა მომენტიც არ უნდა ყოფილიყო შერჩეული, არის ძალიან რთული - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ამასთან, როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რჩება „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა შეინარჩუნოს 2011 წლიდან დაწყებული ევროპული ინტეგრაციის გზა.
„ჩვენზე არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ განვითარების ის გზა, რომელიც ჯერ კიდევ მისი მხრიდან იქნა შეთავაზებული 2011 წელს, როდესაც ის პოლიტიკაში მოვიდა და რა თქმა უნდა კიდევ უფრო განვავითაროთ ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას განსაზღვრავს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.