თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა გაუფრთხილდნენ წყლის ხარჯვას, ვინაიდან ქვეყანაში დაფიქსირებულმა მშრალმა სეზონმა ქვეყნის წყლის რესურსები შეამცირა და დეფიციტი შეიქმნა.
„ჩვენ სულ გვქონდა ხან გვალვისა და ხან წვიმების პერიოდები. ახლა გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მშრალი პერიოდი. ზოგიერთი წყალსაცავი სრულად ამოიწურა, ახლა გვჭირდება ერთად მივიღოთ ზომები ამ პრობლემასთან გასამკლავებლად“, - განაცხადა მან სატელევიზიო მიმართვაში.
ამავე მიმართვაში პრეზიდენტმა დასძინა, რომ თურქეთს აქვს სასმელი წყლის ეკონომიის პოტენციალი და თუ გაცნობიერებულად მოიხმარენ წყალს, შეძლებენ 50%-მდე წყლის ხარჯის ეკონომიას.