მთავრობამ PCR ტესტების შესაძენად 1,6-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.
საუბარია 60 000 PCR ტესტის შესყიდვაზე.
ამასთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა ტენდერი 9 იანვარს გამოაცხადა. ტენდერში განაცხადების მიღება 10 თებერვალს იწურება. სავარაუდო ღირებულება კი 1,620,000 ლარია.
სატენდერო პირობების თანახმად, შესასყიდ ტესტ-სისტემას უნდა ჰქონდეს CE-IVD და/ან FDA(USA) სერტიფიკატი. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს თარგმანი ქართულ ენაზე კანონმდებლობის შესაბამისად.