პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი მსოფლიოს მწვანე შენობების სიაში შევიდა

თბილისში მდებარე პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი მსოფლიოს მწვანე შენობების სიაში შევიდა.

ნაგებობა საქართველოში პირველია, რომელსაც ენერგო და რესურს ეფეტურობა Edge საერთაშორისო სერტიფიკატით დაუდასტურდა. საერთაშორისო აუდიტორებმა შეაფასეს ბანკის თანამედროვე არქიტექტურული დიზაინისა და ენერგიის, წყლის და მასალების ეფექტურობის ერთობლიობა, რაც წლებია პროკრედიტ ჯგუფის ეკოლოგიაზე ორიენტირებული სტრატეგიის ნაწილია.

ფართოდ შემინული ფასადი და ატრიუმი ბუნებრივ დღის სინათლეს უზრუნველყოფს შენობაში, ამასთანავე დაბალემისიური მინები და თბოიზოლირებული საფარი მინიმუმამდე ამცირებს თბოდანაკარგს. მთელი ნაგებობა აღჭურვილია LED განათებით, რომელსაც დატვირთვის სენსორები და განათების კონტროლის ფუნქციები აქვს. გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის მაღალ-ეფექტური მოწყობილობა კომფორტულ ატმოსფერულ ჰაერს აწვდის შენობას და, ამავე დროს, ზოგავს ენერგიას.

interior-1610434687.png

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად შენობა, არამედ ასევე რესურსების ეფექტური მოხმარება, რისთვისაც პროკრედიტ ბანკი საქართველომ სათაო ოფისში დაამონტაჟა წვიმის წყლის შემგროვებელი ერთ-ერთი პირველი სისტემა ქვეყანაში. გარდა ამისა, ერთადერთი ბანკია, რომელსაც საკუთარი მზის ელექტრო სადგური აქვს, სისტემა გამოიმუშავებს ელექტროენერგიას ბანკის საკუთარი მოხმარებისა და ელექტრომობილების დასამუხტად.

პროკრედიტ ბანკი საქართველო ეტაპობრივად გეგმავს სათავო ოფისისთვის EDGE სერტიფიკაციის შემდგომი ეტაპების გავლასაც. კომპანიის საბოლოო მიზანია ნახშიროჟანგის ნულოვანი გაფრქვევის დონის მიღწევა, რომლის შედეგადაც პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათავო ოფისი 100% ნახშიროჟანგ-ნეიტრალური ზონა გახდება.

„ნახშიროჟანგის ნულოვანი გაფრქვევის" პირველი დონის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, პროკრედიტ ბანკი საქართველო იმედოვნებს, რომ სხვა კომპანიებისთვის მაგალითი გახდება და მათ მსგავსი გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელებისკენ უბიძგებს, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

ანა იასეშვილი

ტელ: +995 591 67 88 87

ელ-ფოსტა: marketing@procreditbank.ge

(R)