რუსეთმა გაერთიანებულ სამეფოსთან ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 1-ელ თებერვლამდე გაახანგრძლივა,- მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთში კორონავირუსის პრევენციის ოპერატიული შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ფრენები გაერთიანებული სამეფოს მიმართულებით (და პირიქით) 2021 წლის 1 თებერვლის 23:59 საათამდე შეწყვეტილი დარჩება,”- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, რუსეთმა გაერთიანებულ სამეფოსთან ავიამიმოსვლა 22 დეკემბერს მას შემდეგ შეაჩერა, რაც ქვეყანამ კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.