მედია - Deutsche Bank-ი დონალდ ტრამპთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

Deutsche Bank-ი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მომავალ ბიზნეს თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ Deutsche Bank-ი ტრამპის ყველაზე დიდი კრედიტორია, რომლისგანაც ტრამპის ორგანიზაციას 340 მილიონი აშშ დოლარი აქვს ნასესხები.

Deutsche Bank-ის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა Signature Bank-ის განცხადება, რომელმაც დონალდ ტრამპს გადადგომისკენ მოუწოდა.

„პრეზიდენტის გადადგომა ჩვენი ქვეყნისა და ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესებშია,“- აღნიშნულია ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.