სოფელ ლატალთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, პარალელურ რეჟიმში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, გზის ორივე ზოლზე მოძრაობა კი უახლოეს პერიოდში აღდგება.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, სოფელ ლატალთან ჩამოვიდა კლდის მასა.
ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები 20 წუთში დაიწყო და გზის ერთი ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 1 საათში აღდგა.
ამ ეტაპზე, მოძრაობა აღდგენილია და პარალელურ რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. გზის ორივე ზოლზე მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება",-აცხადებენ უწყებაში.