შვეიცარიამ Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

შვეიცარიის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ, Swissmedic-მა, Moderna-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ Moderna-ს ვაქცინა შვეიცარიაში დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინაა. ქვეყანაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაცია 23 დეკემბრიდან დაიწყო.

შვეიცარია კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 500 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 7 500-ს აჭარბებს.