მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 92 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.97 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 65.8 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 217 506 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - დიდი ბრიტანეთია.