აშშ-ში ჩასულ ავიამგზავრებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს მოსთხოვენ

აშშ-ში შესვლის მსურველ ავიამგზავრებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს მოსთხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალი წესების თანახმად, 2 წლის ასაკიდან ყველა მგზავრმა, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებმა, გამგზავრებამდე 3 დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტის პასუხი, ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

ახალი რეგულაცია არ შეეხებათ მგზავრებს, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიას ტრანზიტით გაივლიან.

შესაბამის განკარგულებას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა რობერტ რედფილდმა ხელი უკვე მოაწერა. ახალი წესი 26 იანვრიდან ამოქმედდება.