ტესტირების შედეგებით, ტაქსის მძღოლებისა და სასულიერო პირების ინფიცირების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება ამ დროისთვის 6 ათასზე მეტ ტაქსის მძღოლს აქვს ჩატარებული, თუმცა დადებითი შემთხვევების რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე ერთი პროცენტია სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელი. როგორც იმნაძემ განმარტა, კორონავირუსზე ტესტირება სხვადასხვა კონფესიის 2 ათასზე მეტ მსახურს ჩაუტარდა.

„6 ათასს გადაცდა ტაქსის მძროლების ტესტირება და ჩანს, რომ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია. 0,7 % უნდა იყოს ტაქსის მძღოლებში დადებითი შემთხვევა. ასევე მოიმატა ბაზრობებზე მოვაჭრეების ტესტირების რაოდენობამ, 4 ათასი ტესტირება ჩატარდა და შემთხვევათა რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია. 2 ათასს გადაცდა სხვადასხვა რელიგიის მსახურების გატესტვა და შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით ერთი პროცენტია“, - განაცხადა იმნაძემ.