განათლების თემაზე მომუშავე საერთაშორისო მედია გამოცემა The PIE NEWS, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მასალას აქვეყნებს.
როგორც გამოცემასთან საუბრისას უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე აღნიშნავს, ყველა პროგრამა შექმნილია წამყვან საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით.
„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღესდღეობით საქართველო დგას, არის შეუსაბამობა შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამოშვებულ პროფესიონალებსა და კურსდამთავრებულებს შორის. საქართველოს უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები როგორც წესი, არ არიან მზად შრომის ბაზრისთვის და დამსაქმებლებს უხდებათ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება მათ პროფესიულ განვითარებაში, რათა მიიღონ შესაბამისი სამუშაო ძალა. შესაბამისად, KIU-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შექმნას საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში, რომლებიც შემუშავებული იქნება უცხოურ ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან პარტნიორობით. KIU-მ გააკეთა აქცენტი ინგლისურენოვან სწავლებაზე ორი მიზეზის გამო: პირველი - უზრუნველყოფილ იქნას, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანები, რადგან განათლება მიიღეს ინგლისურ ენაზე და მეორე - შევთავაზოთ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც შემუშავებულია საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ორგანიზაციებთან პარტნიორობით, ასევე მოვიზიდოთ წამყვანი უცხოელი მეცნიერები და აკადემიური პერსონალი KIU-ში კვლევისა და სწავლებისთვის“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.
როგორც ის გამოცემასთან საუბრისას ამბობს, 2021 წლიდან უნივერსიტეტი იწყებს საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვას და იმედოვნებენ, რომ KIU-ს სტუდენტების რიცხვი თანდათანობით გაიზრდება.