ბორჯომის მერიამ 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა

ბორჯომის მერიამ 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან იუწყებიან, ახალი კონტეინერები ბორჯომში, მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებსა და ბაკურიანში დაზიანებულ ურნებს ჩაანაცვლებენ.

მათივე ინფორმაციით, კონტეინერები უკვე განთავსდა ბორჯომში და მის მიმდებარე სოფლებში, უახლოეს დღეებში კი, ურნები ბაკურიანში დაიდგმება.

„ბორჯომის მერიის მიზანია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაბინძურების პრევენცია. ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენა მომავალშიც იგეგმება“, -აღნიშნულია ბორჯომის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.