Boeing-მა 2020 წელს მხოლოდ 157 სამოქალაქო თვითმფრინავი გაყიდა. ეს კი 59%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით - წელს ფრანგული Le Figaro.
როგორც გამოცემა წერს, 2020 წელი კორონავირუსის გამო ავიაკომპანიისთვის და მწარმოებლისთვის წამგებიანი იყო. თუმცა Boeing-ისთვის წელი მაინცდამაინც ცუდად არ დასრულდა, რადგან ბაზარზე დაბრუნდა ლაინერი - 737 MAX. ამჟამად ამ ლაინერით ფრენები ამერიკასა და ბრაზილიაში ხორციელდება. ორივე ქვეყანამ 737 MAX-ის ექსპლუატაცია დეკემბერში განაახლა.
შეგახსენებთ, Boeing 737 MAX თვითმფრინავების ექსპლუატაცია ორი ავიაკატასტროფის შედეგად შეჩერდა. 2019 წლის 10 მარტს ეთიოპიაში Ethiopian Airlines-ის ლაინერის ავიაკატასტროფის შედეგად 157 ადამიანი დაიღუპა. 2018 წლის 29 ოქტომბერს კი ანალოგიური მოდელის ლაინერით ავიაკატასტროფა განიცადა ინდონეზიის Lion Air-ის თვითმფრინავმა, შედეგად დაიღუპა 189 ადამიანი.
Boeing-ის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ლაინერების ჩამოვარდნის მიზეზი გახდა პროგრამაში ხარვეზი. ამის შემდეგ კი მსოფლიო ქვეყნების უმეტესობამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე უარი თქვეს ამ ლაინერების გამოყენებაზე.