მომღერალი ლაშა ღლონტი პანდემიის გამო საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, თანდათანობით, რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, ყველაფერი უნდა გაიხსნას.
"ჩემო ძვირფასებო, ჩემი მოკრძალებული აზრით, უკვე მალე თანდათანობით, რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, ყველაფერი უნდა გაიხსნას. მაგალითად, რესტორნები და კაფეები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და 40-50%-ით დაიტვირთოს მხოლოდ.
მე მქონდა პაწაწინა კაფე, სადაც შევამცირეთ და მოვაწესრიგეთ სკამების, მაგიდების რაოდენობა, წყობა და მოსახლეობა სიამოვნებით დადიოდა სრული რეკომენდაციების დაცვით, სადილობდა და მიდიოდა სახლში ყოველგვარი პრობლემის გარეშე. დასაქმებული გვყავდა 15 ადამიანი.
ხომ გახსნეს მოლები და ძალიან კარგადაც მუშაობდნენ ბოლოს, წესრიგს იცავდა ყველა ხალხიც და ადმინისტრაციაც. მოსახლეობამაც უნდა გავიგოთ, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. ძალიან მარტივია: დისტანცია, პირბადე, ხელების დაბანა. მინიმუმ 1 წელი მაინც ამ რეკომენდაციებს ვერ ავცდებით და ჯობია ყველამ მოვინდომოთ, ისევ ჩვენთვის.
ყველაფერი თანდათან დალაგდება და კორონაც მიილევა. გისურვებთ ბედნიერ 2021 წელს ეს წელი ყოფილიყოს კორონას დამარცხების წელი", - წერს ლაშა ღლონტი.