ფილიპინებში Pfizer/ BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს

ფილიპინების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-სა და BioNTech-ის კომპანიების მიერ შექმნილი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა როლანდო ენრიკე დომინგომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საკუთარი ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვის მინიჭების თხოვნით მარეგულირებელ ორგანოს ჩინურმა კომპანია Sinovac -მაც მიმართა.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაა, რომელიც ფილიპინებმა დაამტკიცა.