ვინ არის 2020 წლის ყველაზე მდიდარი ინსტაგრამ-ინფლუენსერი, რომელიც პოსტში მილიონზე მეტს შოულობს

სერვისმა Hopper HQ Instagram ინფლუენსერების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც სარეკლამო დამკვეთები პოსტის დადებაში ფულს უხდიან.

2020 წელს ახალი ლიდერი ჰყავს და ეს გახდა მსახიობი დუიენ ჯონსონი, რომელსაც პოსტის დადებაში დამკვეთი 1,015,000 დოლარს უხდის, მას 187,300,000 გამომწერი ჰყავს ამ სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ დუეინ ჯონსონი ერთადერთია წლევანდელ რეიტინგში, რომელსაც მილიონზე მეტს დოლარს უხდიან.

მეორე ადგილზეა წინა წლების ლიდერი მოდელი ქაილ ჯენერი 986,000 დოლარით, მას ინსტაგრამზე 181,500,000 გამომწერი ჰყავს.

მესამე ადგილზე იყო წინა წელს და 2020-შიც ინარჩუნებს ამ პოზიციას ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო 889,000 დოლარით, მისი აუდიტორია 224,800,000-ია და ამ მხრივ ის ლიდერებს უსწრებს.

მეოთხეზე იყო და 2020 წელსაც იგივე პოზიციაზე დარჩა კიმ კარდაშიანი, ამერიკელი ვარსკვლავი 858,000 დოლარით, მას 175,700,000 მიმდევარი ჰყავს. ხუთეულს ასრულებს წინა წლის რეიტინგში მეორეზე მყოფი არიანა გრანდე 853,000 დოლარით, ამერიკელ მომღერალს 191,100,000 „ფოლოუვერი“ ჰყავს სოციალურ ქსელში.

ათეულის შემდგომ პოზიციებზე არიან: მომღერლები სელენა გომესი - 848,000, ბიონსე - 770,000, ჯასტინ ბიბერი - 747,000, ტაილორ სვიფტი - 722,000 და ბოლო მეათე ადგილზე ფეხბურთელი ნეიმარი, რომელმაც მესი მე-11-ზე დატოვა, ბრაზილიელმა 2020 წელს 704,000 დოლარი გამოიმუშავა.

boys1-1610607592.jpg

კოკა კვირკველია