სუპერმაკეტების ქსელი „კარფურის“ საფრანგეთის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ არასეზონურ ხილს, კერძოდ, უგემურ მარწყვს აღარ გაყიდის. ამის შესახებ East fruit-ი Hortidaily.com-ზე დაყრდნობით წერს.
„ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ იანვარში გაყიდვიდან ამოგვეღო არასეზონური მარწყვი“, - წერს „კარფურის“ ახალი პროდუქციის გაყიდვების მენეჯერი იოან ალარკონი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ახლა მარწყვის სეზონი არ არის, სამაგიეროდ, დახლებზე დიდი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი ციტრუსი, კივი და ვაშლი. „მარწყვს ახლა გემო არ აქვს“,- წერს ალარკონი.
„კარფური“ საფრანგეთში სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელია, 5 500-ზე მეტი სავაჭრო წერტილით, რომლის დახლებზეც ამ დროისთვის მარწვი ისევ იყიდება. თუმცა, ალარკონს ამ ვითარების შეცვლა სურს.
„გადაწყვეტილების მიზანია, რომ ჩვენს მომხმარებლებს სეზონური და რაც შეიძლება, ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ“, - განმარტავს იოან ალარკონი.
„მსურს, გემო და ხარისხი კარფურის მთავარ სტრატეგიაში ისევ დავაბრუნო“,- ამბობს მენეჯერი.