ზვავსაშიშროებისა და ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროებისა და ქვისცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, მათივე ინფორმაციით, ქვისცვენისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.