მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

ამასთან, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით მსოფლიოში 93.5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 66.7 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 709 866 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - დიდი ბრიტანეთია.