საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი ქართველი ემიგრანტებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის კიდევ ერთ პროდუქტს ინექსკრედიტს ქმნის.
აღნიშნული პროდუქტის საშუალებით ემიგრანტები შეძლებენ გზავნილების საფუძველზე სამომხმარებლო ან იპოთეკური სესხების მიღებას და თანხის გამოყენებას სხვადასხვა მიზნებისთვის: ბინის შესაძენად, გასარემონტებლად ან თანხის გამოყენებას სხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის.
სესხის აღებას, პირველ ეტაპზე, საბერძნეთში, იტალიაში, კვიპროსსა და დიდ ბრიტანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქები და საქართველოში მყოფი მათი ახლობლები შეძლებენ. Რადგან ან ქვეყნებში ინტელიექსპრესი საკუთარი ფილიალებითაა წარმოდგენილი, ხოლო მომავალში სერვისი სხვა ქვეყნებსა და სახელმწიფოს მოქალაქეებზეც გავრცელდება. ინექსკრედიტის განახლებული პირობებით იპოთეკური სესხის გაცემა, როგორც ქალაქში, ისე სოფლად მდებარე სახლისა და სასოფლო სამეურნე მიწის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი.
ინექსკრედიტის სერვისი, საქართველოში, ოქროს ლომბარდის განახლებული პირობებით შეთავაზებასაც მოიცავს.
ინტელიექსპრესი ერთადერთი საქართველოში დაარსებული საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემაა. იგი საქართველოში 2006 წელს დაარსდა. დღეს კი უკვე მსოფლიოს 70-ზე მეტ სახელმწიფოშია ხელმისაწვდომი. ინტელიექსპრესი ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, საქართველოში. ასევე აქვს სპეციალური ლიცენზიები უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას, ფილიპინების, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნეპალის, პალისტანის და შრი-ლანკას ცენტრალური ბანკებიდან. სხვადასხვა ქვეყანაში კომპანიის მომხმარებლების რიცხვი ასეულობით ათასს შეადგენს. აქვს საკუთარი ფილიალები დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, კვიპროსში, იტალიასა და საქართველოში. ასევე აგენტი ბანკებისა და პარტნიორი სისტემების ქსელით ფარავს მთელ საქართველოს, უკრაინას, სომხეთს, ფილიპინებს, პაკისტანს და სხვა ქვეყნებს.
(R)