„ინფიცირების მაჩვენებელი პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში საქართველოში დღეში 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია"

დღეის მონაცემებით ჩვენ გვაქვს ინფიცირების 1177 შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, იმ მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიების ფარგლებში, რაც 2 თვის განმავლობაში განვახორციელეთ, პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში საქართველოში დღეში 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს გეგმას, რომელიც გიორგი გახარიას თქმით, საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა.

„მოგეხსენებათ, იანვარში თითქმის 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პანდემია პირველად დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავიდა, პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში და მსოფლიოში გლობალურადაც გრძელდება.

დღეის მონაცემებით ჩვენ გვაქვს 1177 შემთხვევა ინფიცირების, რაც რა თქმა უნდა, იმ მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიების ფარგლებში, რაც 2 თვის განმავლობაში განვახორციელეთ, პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში საქართველოში დღეში 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ 1-ელ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მკაცრდება, თუმცა, ჩვენ ამ შემთხვევაში, 1-ელ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც მოქმედებს. ამასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ ერთად შევიმუშავოთ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელის საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა, ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ისევე როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებლი საკითხები და ა.შ. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა გახარიამ.