„ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მრავალი მაღაზია დაიხურა,“ - ამის შესახებ, Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული.
„სავაჭრო სექტორი მეტ-ნაკლებად აღდგა ზაფხულში. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამ და გასული სეზონის პროდუქციაზე დიდმა ფადაკლებებმა უზრუნველყო მომხმარებელთა დიდი ნაკადების მოზიდვა სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში. თუმცა, ოქტომბრის დასაწყისში, სავაჭრო ცენტრებმა განაცხადეს მომხმარებელთა ნაკადის 60%-იანი შემცირების შესახებ, გასულ წელთან შედარებით. ბრენდები „იარგიჯი“, „პარფოისი“ და „პრომოდი“ საქართველოს ბაზრიდან სრულად გავიდნენ და ამასთან, დაიხურა ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მრავალი მაღაზია.
2020 წელი გარდამტეხი წელი აღმოჩნა ცენტრალური ქუჩების სავაჭრო ობიექტებისთვის. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ძირითადმა სავაჭრო ობიექტებმა სავაჭრო ცენტრებში გადაინაცვლეს და მათი ადგილი სასურსათო, საკვები და შერეული ტიპის ობიექტებმა დაიკავეს. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, ცენტრალურ ქუჩაზე ვაკანტურობამ 60%-ს მიაღწია. არაერთგვაროვანია პანდემიის გავლენა გასაქირავებელ ქონებებებთან მიმართებაში. 2020 წელს ჭავჭავაძის გამზირზე გაქირავებული ფართების რაოდენობა გაიზარდა, რაც გამოიწვია ქონების მესაკუთრეთა მიერ ფასების იძულებითმა შემცირებამ, რაც თავის მხრივ განაპირობა მოთხოვნის უპრეცენდენტო კლებამ.“-აღნიშნულია კვლევაში.