რუსეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია საქართველოში,- ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1106 ათასი ტონა.
„2020 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1106 ათასი ტონა, რაც 10 ათასი ტონით ანუ 0,9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან (1096 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2020 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 540,4 ათასი ტონა (კლება გასული წლის მაჩვენებელთან - 544,3 ათასი ტონა - შედარებით 3,9 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 565,6 ათასი ტონა (მატება გასული წლის მაჩვენებელთან - 551,7 ათასი ტონა - შედარებით 13,9 ათასი ტონით ანუ 2,5%-ით). 2020 წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 342,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31%-ს შეადგენს (ზრდა გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით - 329,9 ათასი ტონა - 12,9 ათასი ტონით ანუ 3,9%). შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 214,9 ათასიტონა - 19,4% (ზრდა 44,7 ათასი ტონით ანუ 26,3%), რუმინეთი - 206,9 ათასი ტონა - 18,7% (კლება 93,1 ათასი ტონით ანუ 31%), ბულგარეთი - 112 ათას იტონა - 10,1% (მატება 19,6 ათასი ტონით ანუ 21,2%); თურქმენეთი - 104,7 ათასი ტონა - 9,5% (კლება 14,7 ათასი ტონით ანუ 12,3%), საბერძნეთი - 45 ათასი ტონა - 4,1% (კლება 15,7 ათასი ტონით ანუ 25,9%), ყაზახეთი - 41,5 ათასი ტონა - 3,7% (მატება 39,6 ათასი ტონით ანუ 2084,2%), თურქეთი - 16,6 ათასი ტონა - 1,5% (კლება 3,2 ათასი ტონით ანუ 16,2%), მოლდოვა - 10,6 ათასი ტონა - 0,9% და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია საქართველოში. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქიდან მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება და ის ამ პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.