2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 192.5 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 189.5 ლარი იყო.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2,3 ლარით არის შემცირებული. შარშან დეკემბერში საარსებო მინიმუმი 194.8 ლარს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 2,6 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 170.5 ლარი გახდა. ნოემბერში ეს თანხა 167.9 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 172.5 ლარს შეადგენდა.