1,885 მლრდ დოლარი ერთ წელიწადში - საქართველოში ფულადი გზავნილები რეკორდულ მაჩვენებელზეა

მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს საქართველოში რეკორდულად დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები განხორციელდა. კერძოდ, შარშან ქვეყანაში 1,885 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2019 წელთან შედარებით 8,8%-ით მეტია. 2019-ში ფულადი გზავნილების მოცულობა 1,733 მლრდ დოლარს შეადგენდა.

უფრო მეტი ზრდაა დეკემბერში. სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ბოლო თვეს საქართველოში გზავნილების მოცულობა თითქმის 16%-ით გაიზარდა და 199,6 მლნ დოლარი შეადგინა, 2019 წლის დეკემბერში კი 172,2 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

რაც შეეხება დონორ ქვეყნებს, ყველაზე მეტი თანხა 2020 წლის დეკემბერში ისევ რუსეთიდან გადმოირიცხა - 40,7 მლნ დოლარი, შემდეგია იტალია - 31,8 მლნ დოლარით და სამეულს კრავს საბერძნეთი - 22,4 მლნ დოლარით.

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც 2020 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  • რუსეთი - 40,710 მლნ დოლარი
  • იტალია - 31,815 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი - 22,424 მლნ დოლარი
  • აშშ - 22, 311 მლნ დოლარი
  • ისრაელი - 15,520 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 9,895 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 9,5050 მლნ დოლარი
  • გერმანია - 8,315 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 5,792 მლნ დოლარი
  • ესპანეთი - 4,762 მლნ დოლარი