იანვარში იპოთეკური სესხების მოცულობა 7.1%-ით შემცირდა

TBC კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის იანვარში (1-11 იანვრის ჩათვლით) ქვეყანაში იპოთეკური სესხების მოცულობა წლიურად 7.1%-ით შემცირდა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისში ბინების გაყიდვების ტრანზაქციების რეგისტრაციაში 2021 წლის პირველ კვირაში სისუსტე შეინიშნება, კერძოდ, 7 იანვრის მდგომარეობით თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7-დღიანი საშუალოს წლიურმა ცვლილებამ -7% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ გასულის წლის ივლისიდან სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე იპოთეკურ სესხს აიღებენ, სახელმწიფო მათ სესხის 4%-ს დაუფარავს. პროგრამის ბიუჯეტი ჯამში 70 მლნ ლარია და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება. იმ ფონზე როცა სუბსიდირების პროგრამა 2021 წელს აღებულ იპოთეკურ სესხებს არ ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ იპოთეკური სესხების მოცულობა მიმდინარე წლის საწყის პერიოდში შემცირების ტენდეციას გააგრძელებს.

ნოდარ სირბილაძე