„თიბისი კაპიტალის“ განახლებული ანგარიშის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით სასტუმროებში იანვრის სამომავლო დატვირთულობა ყველა რეგიონში გაზრდილია. უფრო კონკრეტულად, იანვრის სამომავლო დატვირთულობამ 3% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, ასევე 3% - თბილისში და 12% - კახეთში, ხოლო სხვა რეგიონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 15% დააფიქსირდა.
ამასთან, კვლევის თანახმად, უქმეების დატვირთულობა გასულ კვირასთან შედარებით, გაიზარდა კახეთში, შემცირდა თბილისსა და ზღვისპირა სასტუმროებში, ხოლო სხვა რეგიონებში ცვლილება არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ფასდაკლებებს, არსებული ჯავშნების მიხედვით, დეკემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროებმა კი შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა მომხმარებლებს.