რა მოცულობის და რა ტიპის კრედიტი გასცეს სესხის გამცემმა სუბიექტებმა

2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 23, 642 მლნ ლარით მეტი სესხი გასცეს.

კერძოდ, სესხის გამცემი სუბიქტების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის III კვარტლის მდგომარეობით, მათ მიერ გაცემული იყო 407,154 მლნ ლარის სესხი, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 430,800 მლნ ლარის. აქედან 379, 555 მლნ ლარი ფიზიკურ, ხოლო - 51, 245 მლნ ლარი იურიდიულ პირებზე მოდის.

2020 წლის III კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემულ კრედიტებს შორის, ყველაზე დიდი წილი სალომბარდე სესხებზე მოდის.

  • ლომბარდი - (311 681 სესხი) - 286 004 553 ლარი
  • ონლაინ სესხი - (233 81 სესხი) - 37 148 962 ლარი
  • სამომხმარებლო სესხი - (31 504 სესხი) - 31 811 019 ლარი
  • ვაჭრობა და მომსახურება - (2 931 სესხი) - 12 690 404 ლარი
  • ავტოსესხი (446 სესხი) - 2 378 169 ლარი

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს დარეგისტრირების ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ. ერონული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით, რეგისტორებული იყო 198 სუბიექტი, 2019 წლის იანვარში კი, როდესაც მათ რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური