გაერთიანებული სამეფო ყველა „სამოგზაურო დერეფანს“ კეტავს

გაერთიანებული სამეფო ორშაბათიდან ყველა „სამოგზაურო დერეფანს“ კეტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩასული ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს, - შესაბამისი განცხადება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა.

ამასთან, ყველა პირს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის შემდეგ ხელახლა აღებული ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ.

ბორის ჯონსონის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შტამებისგან ქვეყნის დაცვაა.

„არსებობს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ახალი შტამების შემოსვლის რისკი, ქვეყნის ამ შტამებისგან დასაცავად დამატებითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ,“- განაცხადა ჯონსონმა.

მისი განმარტებით, ახალი შეზღუდვები ძალაში 18 იანვრიდან შევა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 761 ახალი შემთხევა გამოვლინდა და 1 280 ადამიანი გარდაიცვალა.