2018 წელს WhatsApp- ის მილიარდერმა დამფუძნებელმა ბრაიან აქტონმა, რამდენიმე საბედისწერო ქმედება ჩაიდინა.
რამდენიმე თვით ადრე დატოვა „ფეისბუქი“, მარტში კი გაბრაზებული “თვითი“ გაავრცელა - ”დროა, #deleteFacebook ”- წერდა ის. როგორც Forbes.com-ი წერს, მოგვიანებით კომპანია, რომელმაც იყიდა მისი აპლიკაცია, მონაცემთა გაცვლის პრაქტიკის გამო სკანდალში გაეხვა.
ძალიან მალე ბრაიან აქტონმა ახალ არაკომერციულ ორგანიზაციაში, “სიგნალის“ ფონდში 50 მილიონი აშშ დოლარი შეიტანა და თავი აღმასრულებელ თავმჯდომარედ დაასახელა. ჯგუფის მთავარი მიზანი იყო დაეფიანსებინათ სამი წლის აპი, სახელწოდებით Signal, რომელიც ბოლოს და ბოლოს მომხმარებლებს შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას უსაფრთხოდ აძლევდა.
„სიგნალმა“ საზოგადოებას მარტივი კომუნიკაცია და უსაფრთხო, სრული ანონიმურობა შესთავაზა. დაფინანსების გამო კომერციული ინტერესების გათვალისწინება და რეკლამების გაყიდვა საჭირო არ იქნებოდა, რის გამოც აქტონს სძულდა „ფეისბუქი“. 2018 წელს მან Forbes- ს, „სიგნალის“ წარდგენისას განუცხადა, რომ "პირადი კომუნიკაცია ხელმისაწვდომი და საყოველთაო" გახდებოდა, აპლიკაციამ მოლოდინები მეტწილად გაამართლა.
აპლიკაცია მზად არის გახდეს ახალი ციფრული თავშესაფარი კონსერვატორებისთვის. იგი იზიდავს უამრავ დაინტერესებულ მოქალაქეს, რომლებიც კონკრეტულ აქტივობებს გეგმავენ, ანონიმურობის სრული გარანტიით. მაგალითად, BLM- ის ორგანიზატორებს, იმ მიზეზების გამო, რომ აპი უზრუნველყოფს მასობრივი დაგეგმვისა და კომუნიკაციის შესაძლებლობას.
”სიგნალისა და Telegram– ის გამოყენება მართლაც საშიშია. ისინი მასპინძლობენ სხვა პლატფორმებიდან გაძევებულ, არასასურველ ადამიანებს, რომლებიც სძულთ. საშიშია, რომ მათ არ აქვთ რაიმე სახის ინფრასტრუქტურა პოლიციისთვის. მისი დაშიფვრის შესაძლებლობები ართულებს ზუსტად იმის გარკვევას, თუ რა არის აქ აქტიურად განხილული“ - წერს არაკომერციული ორგანიზაციის Change Change Terms -ის დირექტორი ჰარი ფერნანდესი.
„სიგნალის“ მიმართულებით მიგრაცია მას შემდეგ მოხდა, როდესაც ბევრი კონსერვატორი ონლაინ თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მას შემდეგ, რაც ტრამპმა Twitter და Facebook მისი მხარდამჭერების გააქტიურებისთვის გამოიყენა, მეგა აპლიკაციებმა ის დაბლოკეს. დეზინფორმაციის გასანადგურებლად საიტებმა სხვა სახის ზომები მიიღეს. Amazon AMZN– მა მისი სერვერების –0,5% კვირა საღამოს დახურა, მას შემდეგ რაც ექსტრემისტებმა კაპიტოლიუმში შეღწევა შეძლეს. ამ არეულობის ფონზე, „სიგნალი“ და Telegram უფრო პოპულარული ალტერნატივა ხდება. ისინი გვთავაზობენ იმას, რასაც Facebook და Twitter არ გვთავაზობს: დაშიფრული ანონიმურობა და შინაარსის პოლიციის არარსებობა.
6 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით, „სიგნალი“ დღეში საშუალოდ 251 000 ჯერ გადმოწერეს, Telegram– ის გადმოწერებმა საშუალოდ 1,1 მილიონი შეადგინა. Apptopia -ს ინფორმაციით, რომელიც აპების ჩამოტვირთვას აკონტროლებს, მონაცემები 49% დან 61% -ით არის გაზრდილი. Telegram და Signal-ს ბევრი საერთო აქვს: ისინი ორი ახალგაზრდა, მდიდარი, იდეალისტური ტექნიკური ტიტანის კარგად დაფინანსებული პროდუქტებია. სიგნალის შემთხვევაში, ეს არის 48 წლის აქტონი, Telegram – ისთვის კი 36 წლის რუსი მილიარდერი პაველ დუროვი.
„სიგნალის“ და Telegram-ის პოპულარობა კიდევ ერთმა დეტალმა განსაზღვრა. სავარაუდოდ, ჩამოტვირთვის ბოლოდროინდელი ტალღა WhatsApp- დან გამოქცეულმა წევრებმა გამოიწვია, რომელმაც ცოტა ხნის წინ მის კონფიდენციალურობის პარამეტრებში შეიტანა ცვლილებები.
„სიგნალი“
“სიგნალი“ 2014 წელს უსაფრთხოების მკვლევრმა მოქსი მარლინსაიკიმ დააფუძნა. (ეს არის ფსევდონიმი - მისი ნამდვილი სახელი უცნობია).
მისმა დაშიფრვის ტექნოლოგიამ მილიარდერი ჯეკ დორსის მოწონება სწრაფად დაიმსახურა. ედვარდ სნოუდენი კი ამბობს, რომ “სიგნალს“ იყენებს ყოველდღე.
აქტონი იყო Yahoo- ს პროგრამული უზრუნველყოფის ყოფილი ინჟინერი, რომელიც კომპანიის ფულის გამომუშავებას კურირებდა. მან და Yahoo– ს კიდევ ერთმა თანამშრომელმა იან კუმმა ბიზნესი 2008 წელს დატოვეს. მოგვიანებით, მათ მუშაობის დაწყება Facebook-ში სურდათ, თუმცა უარი მიიღეს. 2009 წელს წყვილმა WhatsApp დააფუძნა.
სამი წლის შემდეგ აპი 22 მილიარდი დოლარად Facebook– ს მიჰყიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ, როდესაც Facebook – თან ერთად WhatsApp-ს ამუშავებდნენ, საერთო მეგობარმა აქტონს “სიგნალის“ შემქმნელი მარლინსაიკი გააცნო. მათ ერთად მუშაობა მოეწონათ და სწორედ იმ პერიოდში WhatsApp- ს სიგნალის დაშიფვრის ზოგიერთი პროგრამა დაამატეს.
როდესაც აქტონმა “სიგნალის“ ფონდის შექმნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა, მან ბლოგზე დაწერა: ”ახალი აპის მიზანია საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება და მდგრადი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც მომხმარებლებს პატივს სცემს”.
აპლიკაცია მასიურად გამოიყენეს BLM– ის მომიტინგეებმა. ”ნებისმიერ დროს, როდესაც ხდება რაიმე სახის არეულობა ან სადავო არჩევნები, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი აუდიტორია.”- განუცხადა აქტონმა Time- ს სექტემბერში.
Telegram
დუროვი და Telegram მსოფლიოს სხვა ნაწილიდან მოვიდნენ. დუროვის ისტორია გარკვეულწილად ბუნდოვანია. მისი პირველი კომპანია იყო სოციალური ქსელი Vkontakte, რომელიც მან 2006 წელს შექმნა. “ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ, VKontakte–მ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კოტროლზე უარი თქვა, რითიც რუსეთის მთავრობას შეურაცხყოფა მიაყენა. ცოტა ხნის შემდეგ, დუროვი რუსეთიდან წავიდა.
დუროვმა მიიჩნია, რომ კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის Telegram- ი შესანიშნავი იარაღია. 2013 წელს, აპის პირველად გაშვების შემდეგ, მისი პოტენციალი ყველამ აღიარა.
მას შემდეგ, რაც კონსერვატიული სოციალური მედიის აპლიკაცია Parler გაუქმდა, გაჩნდა ფართოდ გაზიარებული Telegram ჯგუფი, სახელწოდებით Parler Lifeboat. მას 16,000 წევრი ჰყავს და ჩამოყალიბდა, როგორც პრეზიდენტ ტრამპისა და 6 იანვრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის პატივსაცემად. პრეზიდენტმა ტრამპმა კი Facebook– სა და Twitter– დან გაძევების შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობა Telegram– ით განაგრძო.
პაველ ვალერიევიჩ დუროვი 1984 წლის 10 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში (მაშინდელი ლენინგრადი) დაიბადა. დუროვის მამა ვალერი სემენოვიჩი დუროვი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 1992 წლიდან სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელია.
პაველ დუროვს ბავშვობის უმეტესობა ტურინში, იტალიაში აქვს გატარებული. მან დაწყებითი სკოლა იტალიაში დაამთავრა. 2006 წელს დაამთავრა პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის განყოფილება, სადაც მიიღო პირველი კლასის დიპლომი.