ქვეყნები, სადაც საქართველო მეორად ტანსაცმელს ყიდის და ყიდულობს

2020 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 6 ათას ტონაზე მეტი 17,154 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა.

ყველაზე დიდი რაოდენობით ნახმარი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა თურქეთიდან. კერძოდ, იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც იმპორტი ყველაზე მეტია, ასე გამოიყურება:

  • თურქეთი -4,941 მლნ დოლარი;
  • აშშ - 2,732 მლნ დოლარი;
  • ბელგია - 1,737 მლნ დოლარი;
  • გერმანია - 1,704 მლნ დოლარი;
  • გაერთიანებული სამეფო - 1,263 მლნ დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს საქართველოდან 50 ტონაზე მეტი, 75 330 აშშ დოლარის ღირებულებს ნახმარი ტანსაცმელი გავიდა. 3 ქვეყანა, სადაც შედარებით, მნიშვნელოვანი ექსპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 44 420 დოლარი;
  • სომხეთი 28 170 დოლარი;
  • ისრაელი - 1 130 დოლარი.
თაია არდოტელი