Apple კეცვად სმარტფონზე მუშაობს

კომპანიამ Apple მუშაობა დაიწყო სმარტფონეზე, რომელსაც კეცვადი ეკრანი ექნება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მისი ინფორმაციით, სამუშაო პროცესი დისპლეების შემუშავების სტადიაზეა და ამ ეტაპზე კეცვადი iPhone-ის პროტოტიპი კომპანიას არ აქვს.

მათივე ცნობით, Apple-ში ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, თუ როგორი იყოს ეკრანის ზომა. განიხილება ვარიანტი დიაგონალით 6,7 დიუიმი, ისევე როგორც ეს აქვს iPhone 12 Pro Max-ს.

უმეტესობა ეკრანებს, რომელსაც ტესტავს Apple, უხილავი მექანიზმი აქვს, შედეგად კი გახსნისას ეკრანი ერთიან ფორმას იძენს.

ცნობისთვის, ზუსტად ასეა მოწყობილი Samsung-ის კეცვადი სმარტფონები - განსხვავებით Microsoft-ის კეცვადი ეკრანებისგან, რომლებშიც ეს მექანიზმი ხილულია.

როგორც სააგენტო Bloomberg აღნიშნავს, კეცვადი iPhone სავარაუდოდ მალე არ გამოჩნდება და ისიც არაა გამორიცხული, საერთოდ არ გამოვიდეს. წლის ბოლომდე Apple კონცენტრირებულია მისი ფლაგმანების ხაზის განახლებაზე. ამასთან, კორონავირუსის პანდემიამ გაართულა პროდუქციის შექმნის პროცესები, ვინაიდან კომპანიის ინჟინრები სილიკონის ველის ოფისში კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე იკრიბებიან, თანაც შეზღუდული რაოდენობით.

კოკა კვირკველია