20-დოლარიანი უნიკალური ბანკნოტი ბანანის სტიკერით აუქციონზე იყიდება

Heritage Auctions-მა გასაყიდად გამოიტანა უნიკალური 20-დოლარიანი ბანკნოტი, რომელზეც ბანანის სტიკერია დაკრული. როგორც CNN გვამცნობს, ამ დროისთვის ამ ე.წ. „დელ მონტეს“ ბანკნოტის ფასი 57,5 ათასი დოლარია.

საუბარია 20-დოლარიან კუპიურაზე, რომელზეც აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის ენდრიუ ჯონსონის პორტრეტის გვერდზე დაწებებულია ხილის (ბანანის) მიმწოდებელი კომპანია Del Monte-ს სტიკერი. მისი უჩვეულობა იმაში მდგომარეობს, რომ სტიკერი ბანკნოტზე მისი დამზადების დროს აღმოჩნდა და მასზე დატანილია სერიული ნომერი, მასზე ასევე დატანილია აშშ-ის ხაზინის ბეჭედი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ხარვეზი არც ისე იშვიათია. ჩვეულებრივ, კუპიურებზე რჩება ქაღალდის ნაკუწები, რეზინის ნაწილი. ისინი შემდეგ ძვრებიან და ბანკნოტზე ჩნდება თეთრი ლაქა. ასეთი საკოლექციო იშვიათობები 100-დან 1000-ს დოლარამდე ღირს ხოლმე.

თუმცა კუპიურა „დელ მონტე“ უნიკალურია, ვინაიდან სტიკერი კუპიურაზე დარჩა და გამოირჩევა არ მხოლოდ კაშკაშა ფერით, არამედ შეხებითაც. პირველად ეს ბანკნოტი 1996 წლის სერიიდან 2003 წელს ოჰაიოელმა სტუდენტმა აღმოაჩინა, მან ის ბანკომატიდან მიიღო.

სააუქციონო სახლის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სტიკერი მასზე შესაძლოა, ხუმრობის შედეგად აღმოჩენილიყო და არა ჩვეულებრივი შემთხვევითობით.

როგორც ცნობილია, ამერიკულ დოლარებს სამ ეტაპად ბეჭდავენ: პირველად მასზე დააქვთ გამოსახულება მეორე მხრიდან, შემდეგ სახის, შემდეგ კი სერიული ნომერი დააქვთ და ფედერალურ ბეჭედს არტყამენ. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სტიკერი ზუსტად იმ ადგილას გაჩნდა, სადაც ბეჭედი და სერიული ნომერი იბეჭდება. ის რომ სხვა ადგილზე ყოფილიყო, ძალიან გართულდებოდა იმის დამტკიცება, რომ ის კუპიურის ბეჭდვის დროს გაჩნდა იქ.

კოკა კვირკველია