4B შესაძლებლობა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს სამომავლო განვითარებაში ეხმარება

პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ბიზნესს კიდევ უფრო მეტი გამოწვევა შეუქმნა. მათ შორის ერთ-ერთი ელექტრონული კომერციაა.

კომპანიების ნაწილმა პროდუქცია საკურიერო აპლიკაციებში განათავსა, ზოგიერთმა ონლაინ ვაჭრობისთვის Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენება დაიწყო, ვინც შეძლო, ვებ-გვერდი გამართა, რაც ელ-კომერციაში ჩართვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

მათ შორის არის ბავშვის ტანსაცმლის რითეილერი კომპანია Bebe+, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 20 წელია პოზიციონირებს და უამრავი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს.

კომპანია, დებმა ნანა და ინგა ჭითავებმა დააფუძნეს და როგორც თავად გვიამბეს, თავდაპირველად, სრულ მოგებას ისევ ბიზნესში ინვესტირებისთვის იყენებდნენ, „საქართველოს ბანკისგან“ 2000 წელს აღებული რამდენიმეათასიანი სესხით კი ბიზნესის გაფართოებაც შეძლეს. დღეს დების ოჯახური ბიზნესი საქართველოს მასშტაბით 11 მაღაზიას აერთიანებს და 70 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

bebe2-1610951696.jpg

პანდემიის მიუხედავად, ბავშვის ტანსაცმელი საკმაოდ მოთხოვნადია და კომპანია 2020 წლის გაზაფხულიდანვე გადაერთო ელექტრონულ კომერციაზე. ვებ-გვერდის აწყობაში უარყოფითი გამოცდილება ჰქონდათ, არაერთ ფინანსურ და ტექნიკურ სირთულეს წააწყდნენ, ამიტომ დებმა ჭითავებმა თავდაპირველად, ონლაინ ვაჭრობა Facebook-ის მეშვეობით დაიწყეს, მოგვიანებით კი „საქართველოს ბანკმა“ თავის მუდმივ და ლოიალურ მომხმარებელს აღნიშნულ საკითხში დახმარება შესთავაზა.

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, 4B-ის შეთავაზების ფარგლებში „საქართველოს ბანკმა“ კომპანია Bebe+ დააკავშირა კომპანია OBG-სთან, რომელიც ბავშვის ტანსაცმლის ვებ-გვერდის შექმნაზე უკვე მუშაობს.

„რა თქმა უნდა, სირთულეები გვაქვს, ეს წელი ჩვენთვისაც გამოწვევა იყო, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ეფექტურად გამკლავებას ვახერხებთ. ჩვენ გაზაფხულიდანვე ვცდილობდით, არცერთი დღე არ გავჩერებულიყავით. მქონდა ვებ-გვერდის შექმნის რამდენიმე მცელობა, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებულია და არ გამოგვივიდა. შემდეგ „საქართველოს ბანკში“ მითხრეს, რომ დამაკავშირებდნენ მათთან, ვისაც ამაში დახმარება შეეძლო. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ყველაფერი თანმიმდევრულად კეთდება და მალე სრულყოფილი ონლაინ მაღაზია გვექნება“, - აღნიშნა ნანა ჭითავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში.

bebe3-1610951728.jpg

Bebe+ ერთადერთი კომპანია არ არის, რომელსაც მსხვილი ბიზნესისგან მხარდაჭერა დასჭირდა. როგორც „საქართველოს ბანკში“ აღნიშნავენ, მცირე და საშუალო ბიზნესების მხრიდან, სასესხო მომსახურების გარდა, ხშირად ხედავენ სხვა სახის პარტნიორობის სურვილსაც, რისი მზაობაც თავადაც აქვთ. ამასთან, ბანკიც დაინტერესებულია, ქვეყანაში ბიზნეს გარემო მეტად განვითარდეს და მათი შემოსავლები გაიზარდოს, მომსახურების ხარისხი კი გაუმჯობესდეს.

ამის გათვალისწინებით, „საქართველოს ბანკმა“ შექმნა უფასო საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსი“, რომლის ფარგლებშიც გამოცდილი სპიკერებისგან შესაძლებელია ცოდნის მიღება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები, მარაგების მართვა, ბიზნესგეგმის წერა და სხვა.

ასევე, შექმნა 4B სივრცე, რომლის წევრ მცირე და საშუალო ბიზნესებს საჭირო მომსახურების ხარისხიანად მიღება და ამავდროულად, სპეციალური ექსკლუზიურად მათთვის განკუთვნილი საკონსულტაციო სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ. მაგალითად, კომპანია Bebe+-მა ფინანსური კუთხით რჩევები „საქართველოს ბანკის“ პლატფორმიდან არაერთხელ მიიღო.

ბანკმა მის პარტნიორ კომპანიებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესების წინსვლისა და განვითარებისთვის სპეციალური შეთავაზებები ისეთ სფეროებსა და მიმართულებებზე გააკეთა, როგორიც არის ბიზნეს საკონსულტაციო, იურიდიული, საბუღალტრო, IT მომსახურება და სხვა.

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვზრუნავთ მცირე და საშუალო ბიზნესებს დავუდგეთ გვერდით არამხოლოდ ფინანსურად ან ინტელექტუალურად, იმ ტრენინგების ორგანიზებით, რომელსაც მათი სამომავლო განვითარების მიზნით ვახორციელებთ, არამედ მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნითაც. ამჯერად გვსურდა, 4B-ის წევრი ბიზნესების გაძლიერების პროცესში ჩაგვერთო ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც შეძლებდნენ კონსულტაციის გაწევითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანათ ბიზნესების წინსვლასა და სამომავლო განვითარებაში. ვფიქრობთ, ამ ინიციატივით ბიზნესებს მივცემთ დიდ სტიმულს კიდევ უფრო გაძლიერდნენ და გახდნენ ეკონომიკურად სტაბილურები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ საქართველოს ბანკის მიერ მათთვის შექმნილი შესაძლებლობებით ისარგებლონ, ინფორმაციის მისაღებად უნდა ეწვიონ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/4b#offers, სადაც ისინი შეძლებენ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს გაეცნონ, შემდეგ კი ბანკს დაუკავშირდნენ და სასურველი სერვისი მიიღონ.