რუსული ხორბლის ფასმა მორიგი რეკორდი განაახლა

რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის ექსპორტზე მორიგი შეზღუდვების შემოღების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მსოფლიო ბაზრის მონაწილეები კიდევ ერთხელ ააფორიაქა. რუსულ ხორბალზე ფიუჩერსის ფასმა უკვე გადააჭარბა 300 დოლარს ერთ ტონაზე, ხოლო ფიზიკურ ბაზრებზე ამ ნიშნულს უახლოვდება. ბოლოს კოტირებები ამ დონეზე 2014 წლის აპრილში იყო. წლევანდელი ტრენდი კი დამოკიდებული იქნება მსხვილი შემსყიდველების მზაობაზე, გააფორმონ კონტარქტები, მათ შორის ეგვიპტის.

შვეიცარიაში ბაზირებული ერთ-ერთი ტრეიდერის მონაცემებით, მარტის ფიუჩერსებმა „შავი ზღვის“ ხორბალზე გასული კვირის ბოლოსთვის 300 დოლარს მიაღწია ტონაზე 10,000 ტონის შეძენის შემთხვევაში. კოტირებები ფიზიკურ ბაზარზე ჯერ ნაკლებია საფონდო ბირჟების ფასებზე, თუმცა უახლოვდება 300-დოლარიან ნიშნულს. დეკემბრის შუა რიცხვებისთვის რუსულ პორტებში ტონა ხორბლის ფასმა 12,5%-ით მოიმატა და ტონაზე 286 დოლარი შეადგინა, ახლა კი 290 დოლარია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ხორბალზე ფასი იმატებს ახალი ამბების ფონზე, რომლის თანახმად ქვეყანა შემოიღებს დამატებით ახალ შეზღუდვებს ხორბლის ექსპორტზე. როგორც ცნობილია 15 იანვარს საბაჟო მარეგულრეიბელში შევიდა წინადადება 1-ლი მარტიდან 30 ივნისამდე გაიზარდოს ექსპორტის გადასახადი 1 ტონაზე 50 ევროთი.

ექსპერტების განცხადებით, საექსპორტო ხორბლზე ფასები უფრო გასაგები გახდება ამ კვირის ბოლოსკენ, როცა დასრულდება სახელმწიფო ტენდერები თურქეთსა და ეგვიპტეში.

ბოლოს, იანვრის ტენდერებზე ეგვიპტეს რუსულმა მხარემ ერთ ტონა საკუთარ ხორბალში 315 დოლარი მოსთხოვა, რუმინელებმა 292,97 დოლარი, ფრანგებმა კი 293,86–297,75 დოლარი. საბოლოოდ კი, ეგვიპტემ რუსულ ხორბალზე უარი თქვა.

კოკა კვირკველია