Samsung-ის ხელმძღვანელს 2,5 წლით პატიმრობა შეეფარდა

სამხრთ კორეის სასამართლომ კომპანია Samsung Group-ის ხელძღვანელს ლი ჩჟე იონს 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც Reuters-ი წერს, ის დამანაშავედ სცნეს კორუფციასა და 7,8 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის გაფლანგვაში. საუბარია სკანდალზე, რომლის შედეგად ქვეყნის ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტს პაკ კინ ხეს მოუწია გადადგომა.

ლი ჩჟე იონს გამოძიებამ ბრალი 2017 წელს წაუყენა მექრთამეობისთვის. მაშინ მან ციხეში თითქმის ერთი წელი დაჰყო, თუმცა შემდეგ გაათავსუფლეს. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ საქმე კვლავ სეულის უმაღლეს სასამართლოში წარმოებაში დააბრუნა. მას ახალი ბრალდებებიც წაუყენეს მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თემთა კომისიამ გასცა პროკურატურაზე რეკომენდაცია, მოეხსნათ მისთვის ყველა ბრალდება და შეეწყვიტათ Samsung Group-ში ხელმძღვანელის ცვლილების გარემოებათა გამოძიება.

ლი ჩჟე იონი Samsung Group-ს სათავეში 2014 წელს ჩაუდგა, მას შემდეგ რაც მისი მამა ლი გონ ჰი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ჩამოშორდა მართვის პროცესს. 2020 წლის ოქტომბერში ლი გონ ჰი სეულის საავამდყოფოში გარდაიცვალა.

კოკა კვირკველია