საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დეტალურ გადაწყვეტილებებს მიმდინარე დღეებში მიიღებენ.
როგორც გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ჩამოყალიბდება შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების დეტალური გეგმა, რომელიც ქვეყანას სიტუაციის სტაბილიზაციის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.
„ყველა მიმართულებით მიდის მსჯელობა და ჩამოყალიბდება შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების ძალიან დეტალური გეგმა, თავისი კალენდრით, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად ამდენი ხნის განმავლობაში მივიღეთ. თუ როდის მოხდება შეზღუდვების შემსუბუქება, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხები არ მაქვს, თუმცა ამაზე მიმდინარე დღეებში დეტალური გადაწყვეტილებები იქნება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.