ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქსის“ პლატფორმას ვაქცინის პირველი დოზების მიღების თაობაზე წერილობით უკვე მიმართეს.
როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ განმარტა, „კოვაქსს“ მილიონახევარი დოზა შეუკვეთეს, თუმცა, მისი ერთბაშად მოწოდება არ მოხდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინით საწყის ეტაპზე 20 000 დოზას შემოიტანენ.
„კოვაქსის“ პლატფორმასთან გასული ორი კვირის განმავლობაში ინტესიური მოლაპარაკება მიდის პირველი დოზების მიღების თაობაზე 2021 წლის პირველ კვარტალში. ამისთვის, სამინისტრომ უკვე გააგზავნა წერილი პარასკევს. დღეს, 18 იანვარს იყო ბოლო ვადა ინტერესის გამოხატვის და დადასტურების, რომ ქვეყანას შეუძლია, ხვალვე რომ იყოს ხელმისაწვდომი დაიწყოს ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით. ეს კონკრეტული წერილი „კოვაქსიის“ პლატფორმაში შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, „ფაიზერის“ ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში. თუმცა, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ შესაძლოა, მსგავსი ინტერესი და შემოთავაზება „კოვაქსის“ პლატფორმიდან მივიღოთ პირველ კვარტალში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის დაწყებასთან მიმართებაში. მთავარია ის, რომ ქვეყანას აქვს მარეგულირებელი მზაობა, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქციანციის დასაწყებად მომდევნო 2 თვის განმავლობაში.
პირველი, რაც აუცილებელი პირობაა და რაც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, ეს არის პასუხი და მზაობის დადასტურება კონკრეტულ პირობებზე, რასაც „კოვაქსის“ პლატფორმა აყენებს. ეს პირობა შესრულებულია სრულად, ახლა შემდეგი ეტაპია „კოვაქსის“ თანხობა და ზუსტი ვადის მოწოდება, თუ პირველ კვარტალში როდის დაიწყება ეს. ყველას ინტერესია, რომ საქართველოში და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ვაქცინაცია რაც შეიძლება ადრე დაიწყოს. ჩვენ „კოვაქსის“ მხრიდანაც ველოდებით მაქსიმალურად სწრაფ პასუხს, ანუ ის, რომ თებერვალში ვაქცინა ჩვენ ფიზიკურად ქვეყანაში გვქონდეს და ეს პროცესი დაიწყოს, სრულიად რეალისტურია, პროცესი არის ორმხრივი, ჩვენ ჩვენი პირობები შევასრულეთ, ახლა ველოდებით საბოლოო დასტურს „კოვაქსისგან“.
ჩვენ „კოვაქსის“ პლატფორმაში მოსახლეობის 20%-ისთვის გვაქვს შეკვეთილი, ეს არის მილიონახევარი დოზა, თუმცა, მილიონნახევარი დოზის ერთბაშად მოწოდება არ მოხდება, მოხდება ეტაპობრივად, ქვეყანა პირველ ნაწილს რომ აითვისებს, მაგალითად, 50 000-ს, შემდეგ მოვა დანარჩენი დოზები, იქამდე ვიდრე სრულად არ ამოიწურება 20%, ანუ წყვეტა, ჩვენ მოთხოვნა გვაქვს და ვაქცინა არ არის - ასეთი არ იქნება. რაც შეეხება პირველ საწყის შემოტანას „ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებაში, აქ არის უფრო შეზღუდულ ჯგუფზე საუბარი, დაახლოებით, 20 000 დოზაზე ვვარაუდობთ, რაც იქნება 10 000 სამიზნე ჯგუფისთვის, ესენი იქნებიან ჯანდაცვის პროფესიონალები, ესეც არ არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ამ ეტაპზე „კოვაქსის“ მხრიდან დგება, ვინ უნდა მიიღოს პირველი დოზები ვაქცინის“, - განაცხადა გაბუნიამ.