ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას არ აპირებს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაერთიანებული სამეფოსთვის, ევროპის უმეტესი ქვეყნებისა და ბრაზილიისთვის კორონავირუსის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას არ აპირებს, - ამის შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეზღუდვების 26 იანვრიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

“ჩვენი სამედიცინო გუნდის რჩევით, ადმინისტრაცია არ აპირებს ამ შეზღუდვების 1/26-დან მოხსნას. ფაქტობრივად, ჩვენ ვგეგმავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების გაძლიერებას საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით, რათა კოვიდ 19- ის გავრცელება კიდევ უფრო შევამსუბუქოთ,”- წერს ჯენ ფსაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

ცნობისათვის, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას 26 იანვრიდან იმ შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რომელიც ქვეყანამ გასული წლის დასაწყისში, პანდემიის გამო, საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით დააწესა.