კალიფორნიაში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც კოვიდინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, შტატში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ბოლო 2 თვის განმავლობაში გასამმაგდა.

ამასთან, კალიფორნიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ს 33 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისათვის, შეერთებულ შტატებში კოვიდინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა, აქედან ვირუსს 398 307 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.