2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 248.6 მლნ ლარი შეადგინა.
აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 37.7 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 210.9 მლნ ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის ნოემბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 28.6 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 22.5 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ნოემბერში 6.4 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 9.5 მლნ ლარი იყო.