2020 წლის იანვარ-ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 300 ათასი ტონით გაიზარდა.
კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 38.4 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 38.1 მლნ ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2019 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 66.2 მლნ მგზავრით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ 11 თვეში 306.2 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2019 წლის იანვარ-ნოემბერში კი ეს ციფრი 372.4 მლნ იყო.
2020 წლის იანვარ-ნოემბერში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 300 ათასი ტონით შემცირდა და 15.5 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 15.8 მლნ ტონა იყო.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 134,170 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, იანვარ-ნოემბერში 454,034 კონტეინერი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 588,204 კონტეინერი გადამუშავდა.