ჰიბრიდულ ივენთებზე მოთხოვნა იზრდება - ვინ უზრუნველყოფს სტრიმინგის სერვისს?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, არასდროს დასჭირვებია ბიზნესების უმეტესობას თავიანთ საქმიანობაში ისეთი რადიკალური ცვლილებების შეტანა, როგორც ახლა.

პანდემიამ ბიზნეს სექტორს სიახლეების დანერგვა ფაქტობრივად, ფორსმაჟორში „აიძულა“.

ზოგიერთ სერვისზე მოთხოვნა უფრო მეტად გაიზარდა და ზოგიერთ ბიზნესს თუ სტარტაპს ახალი შესაძლებლობები მიეცა. ასეთია კომპანია Livetag, რომლის მომსახურებაც სოციალური ქსელისთვის პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფას წარმოადგენს. კომპანიის საქმიანობა პანდემიამდეც სულ უფრო პოპულარული ხდებოდა, თუმცა არსებულმა ვითარებამ ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.

კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ზაუტაშვილი გვიამბობს, რომ Livetag-ი ბაზარზე სანდო პარტნიორად ჩამოყალიბდა, რადგან ის 2014 წლიდან უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთულის პირდაპირ ეთერს. Livetag-ის მიერ ჩატარებული ასობით ტრანსლაცია მოიცავს ცნობილი და მსხვილი კომპანიების ღონისძიებებსა თუ პრეზენტაციებს.

„ჩატარებული გვაქვს ასობით ტრანსლაცია. პირდაპირი ეთერის გაშვება შეგვიძლია ნებისმიერი წერტილიდან, სადაც არის ინტერნეტი (4G). ჩვენი სლოგანი - მეტი ვიდრე ლაივი, გამოიხატება იმაში, რომ ვცდილობთ ტრანსლაციები მეტად ყურებადი და ეფექტური გავხადოთ. სატელევიზიო კამერების და ხარისხიანი ხმის გარდა, პირდაპირ ეთერს ვაფერადებთ სხვადასხვა გრაფიკით, დრონის კადრებით, სხვადასხვა მომწყობილობიდან ვიდეო სიგნალების გაშვებით, ტელეხიდებით და სხვა. გარდა ამისა, უზრუნველვყოფთ ფოტო-ვიდეო გადაღებასაც“, - განმარტა გიორგი ზაუტაშვილმა.

რა მოხდა პანდემიის პირობებში და რა გამოსავალი ნახა ბიზნესმა?

ღონისძიებების აკრძალვამ ბევრ კომპანიას სერიოზული დარტყმა მიაყენა. თავდაპირველად, Livetag-ის ჯგუფიც საგონებელში იყო ჩავარდნილი, თუ როგორ შეიძლებოდა ახალ რეალობაზე მორგება, თუმცა ბაზარზე მალევე გაჩნდა ახალი მოთხოვნა, რომელმაც კომპანია არათუ კრიზისისგან გადაარჩინა, არამედ მის უფრო მეტად განვითარებას შეუწყო ხელი.

arakaci-1611041705.jpg

2020 წლის გაზაფხულზე, პირველი „ლოქდაუნის“ დროს, კომპანიის მენეჯმენტმა გამოსავალი ტელეხიდების მოწყობაში იპოვნა. რეგულაციებიდან გამომდინარე, ბაზარზე მოთხოვნა ეგრედ წოდებულ ჰიბრიდულ ღონისძიებებზე გაჩნდა ანუ როდესაც ადგილზე ორგანიზებული და ონლაინ ღონისძიება ერთიანდება, შესაბამისად, სატელევიზიო ფორმატის პირდაპირი ეთერის ინტეგრირება ისეთ სხვადასხვა საკონფერენციო პლათფორმაზე მოხდა, როგორიცაა zoom, webex, hopin და სხვა.

„ჩვენმა სერვისმა მართლაც გაამართლა და შეკვეთების რაოდენობა სულ უფრო გაიზარდა. ბევრ კომპანიას თუ ორგანიზატორს სურს, ამგვარი ტელეხიდის მეშვეობით, უფრო საინტერესო და ყურებადი გახადოს თავიანთი ღონისძიებები. ორგანიზატორები ვეღარ ატარებენ ხალხმრავალ ღონისძიებებს, რისი მრავალკამერიანი გადაღებაც იყო საჭირო, მაგრამ საჭიროებენ ჩვენს სერვისს, რათა ხარისხიანი პირდაპირი ეთერი გააკეთონ და აუდიტორია მოიზიდონ“, - განგვიმარტა გიორგი ზაუტაშვილმა.

ამის მაგალითია Livetag-სა და უმსხვილეს გამომცემლობა „პალიტრა L”-ს შორის თანამშრომლობა. გამომცემლობა ონლაინ-ღონისძიებებს, წიგნის პრეზენტაციებს, მიმოხილვებსა და დისკუსიებს ხშირად მართავს. მისი და Livetag-ის პარტნიორობით ჩატარებული ღონისძიება კი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მას საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავდა.

ამგვარად, Livetag-მა გამოწვევა აქცია შესაძლებლობად და განვითარების ახალ ეტაპს დაუდო საფუძველი:

„ვფიქრობთ როგორც საკუთარი კონტენტის წარმოებით, ასევე, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით განვავითაროთ საკონფერენციო პლატფორმებთან ინტეგრირება, დაწყებული გვაქვს ზემოთხსენებული პლატფორმებისთვის 360-გრადუსიანი, ანუ სფერული სტრიმინგის მიწოდების ტესტები. სამომავლოდ, მსოფლიოც განვითარდება ამ მხრივ, კონფერენციები გადავა ვირტუალურ სამყაროში და გვინდა, მზად დავხვდეთ გამოწვევას და ხელი შევუწყოთ ამ სფეროს განვითარებას“, - აღნიშნა გიორგი ზაუტაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ Livetag იწყებს ბლოგის წარმოებას საფონდო ბაზრის შესახებ. ბლოგის მეშვეობით, ქართველი მაყურებელი ეკონომისტის ან ფინანსისტის სპეციფიკური განათლების გარეშე შეძლებს, მარტივად გაიგოს, თუ როგორ უნდა განახორციელოს ინვესტიცია ფასიან ქაღალდებში.