პანდემიით გამოწვეულმა გაურკვევლობამ ბევრს გაუჩინა კითხვა, თუ როგორ ესადაგება მათი უნარები შეცვლილ ეკონომიკურ ლანდშაფტს.
კომპანიებში, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის პერიოდში იზრდება, კონკურენცია მაღალია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დრო და ფული ჩადოთ იმ უნარების შეძენაში, რომელიც მომავალში ფინანსური უზრუნველყოფის ერთგვარი გარანტი იქნება.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლამ გამოავლინა სამი უნარი პროფესიონალებისთვის, რომელიც 2021 წელს წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.
მონაცემთა მეცნიერების ანალიზი
ნებისმიერი დასაქმებულისთვის სამუშაო გარემოში მნიშველოვანია ადაპტაცია თანამშრომლებთან. რა თქმა უნდა, გარდაუვალი იქნება სხვადასხვა პოლემიკაში თუ დისკუსიაში ჩართვა, სადაც თქვენი პოზიცია უნდა დაადასტუროთ, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ლოგიკური და მყარი არგუმენტებით.
თუ აპირებთ ჩაერთოთ დისკუსიებში ან ხელმძღვანელობას შესთავაზოთ მონაცემებზე ორიენტირებული ვარიანტები, უნდა გესმოდეთ მონაცემთა მეცნიერების საფუძვლები, მათ შორის ისეთი თემები, როგორიცაა მიზეზობრიობა, რეგრესის ანალიზი, აღწერითი სტატისტიკა და მონაცემთა ვიზუალიზაცია.
შეგიძლიათ შეიმუშაოთ ჰიპოთეზა, გააანალიზოთ იგი და გამოაქვეყნოთ დასკვნები მონაცემების მიხედვით? შეგიძლიათ სხვებს აჩვენოთ ეს მონაცემები ისეთი ფორმით, რომელიც ადვილად გასაგებია?
მონაცემთა მეცნიერების საფუძვლების შესასწავლად მრავალი გზა არსებობს. მათ შორის საკითხში გარკვევა წიგნებით და YouTube -ის საშუალებით შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სერთიფიკატებს. სხვადასხვა ონლაინ კურსების გავლა “Harvard Online“-შიც შეგიძლიათ.
კრიზისული სიტუაციების მართვა
ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ისტორიკოსმა ნენსი კოენმა განსაზღვრა ის თვისებები, რაც გუნდს კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება. კოენს მაგალითად მოჰყავს ცნობილი ისტორიული პიროვნებები: ფრანკლინ დელანო რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და ანტარქტიდის მკვლევარი ერნესტ შეკლტონი, რომელთა გუნდი 1915 წელს, 18 თვის განმავლობაში ექსტრემალურ პირობებში არსებობდა.
კოენმა დაადგინა ოთხი ძირითადი თვისება, რომელთა სწავლაც დღევანდელ ლიდერებს სჭირდებათ:
· აღიარეთ თქვენი შეცდომები;
· ნუ უგულებელყოფთ შიშს, რეგულარულად და გულახდილად იფიქრეთ რისკებსა და პოტენციურ შედეგებზე
· იზრუნეთ განწყობის მონიტორინგზე და გუნდის მორალის განმტკიცებაზე
· გუნდის კონცენტრირება მოახდინეთ მიმდინარე ამოცანებსა და მიზნებზე.
გაერკვიეთ მსოფლიო ეკონომიკის სისტემაში
“ინვესტოპედიას“ განმარტებით, “ეკონომიკა ფოკუსირებულია ადამიანების ქმედებებზე და ყველაზე ოპტიმალური დონის პოვნაზე”. ეკონომიკაზე გავლენას ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს, მათ შორის პანდემია, გადასახადები. სავაჭრო “ომები“, მასობრივი არეულობები. პოლიტიკა და ტექნოლოგიები.
თუ გესმით, როგორ ურთიერთქმედებებს ეს ყველაფერი, ფინანსების მოზიდვის მიზნით შეგიძლიათ ამოხსნათ სხვებისთვის ამოუცნობი გზებიც კი. გამოცემამ გამოაქვეყნა წიგნების ნუსხა, რომლებიც ეკონომიკის სფეროში თქვენს ცნობიერებას აამაღლებს.
თომას ლ. ფრიდმანის “ლექსუსი და ზეთისხილი“: გლობალიზაციის გაგება (1999) და ბრტყელი სამყარო- XXI საუკუნის მოკლე ისტორია (2005). წიგნები ავლენენ ურთიერთობას სამყაროსა და მის ეკონომიკურ კომპონენტს შორის. Freakonomics (2005) გთავაზობთ უფრო პირადულ და პროვოკაციულ ხედვას ეკონომიკის შესახებ.
წყარო - fastcompany.com